კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:41

 

 

 

თითქოს ამ ქალაქში დავიბადე,

აქვე მოვიშუშე იარები,

აქ მზე განახლების სულით მანთებს,

წვიმა ნათლობის და ზიარების.


აქ კაცს გული უცემს უღალატო,

აქ ქალს სევდა ფარავს წარუშლელი,

და თუ ზღვის ტალღასთან მიხვალ მარტო,

ცაში აგიტაცებს ლურჯი ხელი.


და თუ მართლა იცნო გულმა გული

და თუ მართლა იგრძნო ბგერამ ბგერა,

ტალღად მოგაწყდება გარითმული,

წვიმის ქვითინი და მზის სიმღერა,


ზღვასთან წუთიერი გარინდებით,

თითქოს შთაგონებას ეწყურები,

მინდვრებს შესევია ყვავილები,

ხეებს მოჟღურტულე ბეღურები.


ო, რა ქართულია შენი მიწა,

ზღვაში მოლივლივე ოქროს ნავი,

გული შენს ნაწილად გადაიქცა

და მკერდს ეხეთქება ტალღასავით...


ლექსები ბათუმზე  • • •   პოეზია - სოსო ნადირაძე  • • •   სოსო ნადირაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ