როცა შენდება, მშვენდება, ქალაქი ზეიმს ედრება, თეთრი თოლიას ფრთასავით უფრო და უფრო თეთრდება.
როგორც ლოცვა და ვედრება, სანამ ვიქნები, იმედის პატრონად მეიმედება.
ქუჩები უფრო ბევრდება, არ დაილევა ამაგი, არც სიყვარული ბერდება.
ცა ჩამოზიდეს მტრედებმა, თეთრი ბათუმი ნატრული უფრო და უფრო თეთრდება. |
ლექსები ბათუმზე • • • • • • ფრიდონ ხალვაშის პოეზია |