როგორ არ ვუთხრა საყვარელ ქალაქს - ქალაქო ვინ ფლობს შენნაირ ალაგს, შუა ზამთარში ყვავილი მოვა, აქ ერთდროულად წლის ოთხი დროა.
შენი ქართული მზე აღარ ჩავა, თამარის ეშხო, კახაბრის ხმალო, უფრო ძლიერი იქნები ხვალე! იყავ, იცოცხლე, არ დაიღალო!
ქათქათა ქვებზე ჩქერების ხვევნა, ფოთლების ღელვად, ფრთოსნების სტვენად იბადებოდა ქართული ენა.
რაც ჟამთადენის ძირიდან მოგვაქვს, ის ცოცხალია, მიჰყვება, მიგვყავს დალოცვილია ქება არ უნდა; შენ დედაენა იმ დღიდან გიყვარს, ძარღვებში ცხლად რომ ასიარულდა.
შენზე თქვან: - ოქრო და საწმისია, ბათუმი არა ქვეყნის კიდეა, ბათუმი - ქვეყნის დასაწყისია. |
ლექსები ბათუმზე • • • • • • ფრიდონ ხალვაშის პოეზია |