ხანდახან გული ძლიერ დამეწვის, რომ აძაგებენ ბათუმურ წვიმას; მათ არ იციან, შტოზე წვეთები რა სევდიანი ღიმილით ბრწყინავს.
რას ეუბნება წვეთებით ფოთოლს, არ შეუძლიათ სახურავებზე დაღვარულ თქეშის ხმა შეიცოდონ.
ხეებს, ქუჩებს და სივრცეს მთებიანს, როცა ღრუბლიდან თბილი ჩქერები ქალის თმებივით დაეშვებიან;
ზღვაურის ალერსს ინაწილებენ და ხორუმივით დარხეულ ტალღებს კენჭები ტაშით მიაცილებენ.
მტირალ ბავშვივით ლამაზ ბუნებას, არ შეიძლება შენ არ მიუხვდე ღრუბელი ღრუბელს რას ეუბნება. |
ლექსები ბათუმზე • • • • • • ფრიდონ ხალვაშის პოეზია |