ვერც ისე საშიშ წვიმების ხშირი და მხიარული ულტიმატუმი, შესძლებს რომ გულის გულთან კავშირი შესწყვიტოს... ისე მიყვარს ბათუმი -
ბათუმი ჩვენი ქვეყნის კელია და ამ ქალაქში ხშირად ისე წვიმს რწმუნდები წვიმაც ბათუმელია.
ქუჩები, დღეა შარმის მორგება როცა ამინდი რძისფერ საღამოს მოიქარგავს და მოიქოლგება.
მრავლდება თითო-თითო ტირაჟით, ერთმანეთი რომ უყვართ, წვიმაში - მიხვდები კაცი დანამდვილებით.
სხედან და კენკენ ქალაქს ვნებიანს, ჩერდება წვიმა ხოლო ქოლგები სოკოებივით იკრიფებიან.
მთვარეს რომ ეტრფის, ღამის - ბაირაღს და მთელს ქალაქში მთელი ქალაქი ბედნიერია რაღაცნაირად!... |