კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:31

 

 

 

როცა თბილისში წვიმს

მე ჩემს ბათუმში ვარ...

ბათუმი არის წვიმა,

და არაფერი სხვა.


მე მისი ცრემლი მზრდიდა,

მისი ქუჩა და ზღვა.

ბათუმი არის ძიძა,

და არაფერი სხვა.


აქ მამაჩემის სახელი

პირზე ეკერა ხალხს,

ბათუმი არის ნაღველი

და არაფერი სხვა.


აქ შეუყენეს ჩემი ძმა

ბევრჯერ გოლგოთის გზას,

ბათუმი არის შერისხვა,

და არაფერი სხვა.


ხან გულისგულში მიკრავდა,

ხან მიღერებდა ქვას,

ის იყო ჩემი კორიდა,

და არაფერი სხვა.


აქ წინაპართა სხეულებს

მიწა ხურავს და ხრავს,

ბათუმი არის სიკვდილი

და არაფერი სხვა.


მე ჩემს ბათუმში წავალ,

მე ჩემს სიკვდილში წავალ,

ოღონდ გათენდეს „ხვალ“...

ბათუმი მონატრებაა,

ბათუმი მოლანდებაა,

და არაფერი სხვა.


მე აქ მიყვარდა პირველად,

და უკანაკნელ ხანს,

ბათუმი სიყვარულია

და არაფერი სხვა.


აქ არის ჩემი ცხოვრება,

ჩემი ჯვარცმა და ხსნა,

ბათუმი არის ბათუმი,

და არაფერი სხვა.


მოვკვდები, ჩუმად მიტირებს

მისი წვიმების ხმა...

ბათუმი მაინც წვიმაა,

და არაფერი სხვა.


ლექსები ბათუმზე  • • •   პოეზია - ვახტანგ ღლონტი  • • •   ვახტანგ ღლონტის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ