მაისი ყველგან არის მაისი, მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი, და ვხვდები ახლა, რომ სილამაზეს აღარ ჰქონია ქვეყნად საზღვარი.
რომ აღარც მახსოვს იყო თუ არა! ერთად გააღო ცამ შვიდი კარი და ზღვას სარტყელად გადაუარა.
გააქვთ შრიალი პალმების ქოლგებს, და ისე ყრია თეთრი ვარდები, თითქო ათასი აქ გედი მოკლეს.
და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ, ალბათ ყოფილა წყევლა ამგვარი: მივცეთ პოეტებს სამშობლო მხარე.
მხოლოდ ქალები გადავუშენოთ. გაღებულია სამოთხის კარი და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ!.. |
ლექსები ბათუმზე • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |