ო, რა დიდი ქმნილებაა სიყვარულის ღირსი, შეფენილი მთაგორაკზე ჩემი ქუთაისი... დიდი ტაძრის ნაგრევევბი, არქიელის გორა, აი ახლაც ძველმა ფიქრმა თვალწინ გაიქროლა... აქ რიონი თეთრ კალაპოტს მძაფრ ტალღებით ლოკავს, ლამაზმანებს თითქოს მზად აქვთ საკოცნელად ლოყა, ყველაფერი ქართულია, მშობლიური ეშხიც, ღმერთმა თვითონ დაგვასახლა თავის სამოთხეში! ახლაც მაღლით გადაჰყურებს რიონს თეთრი ხიდი... წიგნის ჩანთით ზამთრის სუსხში მასზე მეც მივლია, სკოლის შემდეგ დაქანცული ვბრუნდებოდი გვიან - და პატარა, მცირე ქოხში გრძნობით ანთებული, იმედით და პოეზიით კვლავ ცოცხლობდა გული! უმაღლესი შემართება, შთაგონების ქნარი, ჩემი რწმენა, ჩემი ენა და მართალი გული, სულის ძალაც სხვაზე მეტად აქ გვაქვს შენახული... ყველაფერი ქართულია, სიყვარულის ეშხიც, თვითონ ღმერთმა დაგვასახლა თავის სამოთხეში! |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • იონა ვაკელის პოეზია |