კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:41

 

 

 

მე უშენობით დამაქვს ტკივილი,

მუდამ უთქმელი, მუდამ მისნური,

შენი მკვიდრის და სტუმრის ღიმილი

და სიყვარული ქუთაისური.

მარტო შენია ეგ სილამაზე, -

შენს საუფლოში დაღვრილი ფერი,

გნახავ - ამავსებ,

ლოცვით ამავსებ,

მინდა თუ არა, ვტირი და ვმღერი.

როცა შენთან ვარ, ღმერთის ტოლი ვარ,

შენ თბილ უბეში დედაჩემს ვხედავ;

როცა გშორდები, ასე მგონია,

თითქოს მეორედ ვშორდები დედას.

შენ სულდგმულივით სუნთქავ და ფეთქავ,

ჩემო ზღვაო და ჩემო ნაპირო,

მინდა ბოლომდე ვიარო შენთან,

კვლავაც მამღერო.

კვლავაც მატირო.

კვლავ დამილოცო სიმღერის ფესვი,

რადგან სიმღერა ზოგჯერ ტკივილს ჰგავს...

დედა ხარ ჩემი, ეს მცირე ლექსიც

მიიღე შენი მუნჯი შვილისგან.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ