დღეს თითქო ჩემთვის ქუთაისი მკვდარი ბრიუგეა. ყველა წარსული დანგრეული მოდის ბაღებად, აქ მოგონებას შრიალების ფრთები უგია და ღამდებიან ოცნებანი როდენბახებად.
ო, რა უცხოა ეს საღამო და გამობრწყენა. თავდავიწყებას ჩვენ მგზავრებო ამაოდ ვსდევდით, როგორც პრინცესა მგლოვიარე - გვფარავს მოწყენა.
ისროდა ველებს სექტორებად უცხო მედისკე, მე კი მათრობდა მხოლოდ ერთი ძვირფასი ლექსი: “მიმქონდა ხსოვნა ელენესი იმერეთისკენ”.
და მოახლოვდა შებრძოლება, სითეთრე დილის. დაუტირებლად შენ ცოფიან გრიგალში ქრები, როს ყველა ცრემლი დაუტოვე საყვარელ ტფილისს.
უნდა გავექცე ამ ქვეყანას საგველეშაპოს... მშობელო მიწავ! ორივენი ვართ ჩვენ წყეული და ვერ ავცდებით დამარცხებას, სირცხვილს, ეშაფოტს. |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |