ანგელოსმა აქ წალკოტის გაშენება ინება, სიცოცხლის და სილამაზის ერთად აბიბინებამ ცის ტანობზე შეიღერა, თეთრი ფრთები გაშალა და ედემი გაიფურჩქნა, ამაოდ არ დამშვრალა.
შეერკინა იმ ანგელოზს და ორივე დაეცა. გაიმართა, თურმე, ბრძოლა, ცას უჭირდა გაძლება ხან ბოროტი მძვინვარებდა, ხან სიკეთე ამზევდა.
თეთრი ქვები ანგელოზის დამსხვრეული ფრთებია! დარჩა მისი ნატერფალი, ახლაც ისევ ისეა - თეთრი ხიდი იმ ბრძოლების თეთრი ობელისკია.
კორდზე ია გაიშალა, ლურჯად პირმომცინარე, იქ ყოველთვის ბორგავს წყალი, აქ ყოველთვის ქარია, მკერდს ჩაჰკვრია ავგაროზად ღვთისმშობელი მარიამ.
თავგანწირულ იმ აგნელოზს ღვისმშობელი მფარველობს, სიკეთე და ბოროტება ერთურთს წაჰკიდებია, თეთრი ქვები ანგლოსის დამსხვრეული ფრთებია! |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • ლილი ნუცუბიძის პოეზია |