აბა, მითხარ, სად წავიდე, გაზაფხული მოდის... ამ ჭადრების გადამკიდე, მივეჩვიე ლოდინს. როგორ დავთმო მე რიონი ჩქერი წმინდა ყოვლად, ჩემი უქიმერიონი - ჩემი ფიქრის გორა. ამ ლაჟვარდებს ავეკიდე, მზის წამწამთა ჩეროს... მე შენს იქით სად წავიდე, სიყვარულო ჩემო... |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • ლილი ნუცუბიძის პოეზია |