მინდა შენს მიწას ვემთხვიო, ვარდებში გადავიკარგო, ბაგრატის ტაძრის ჩუქურთმა ზედ გულზე ამოვიქარგო.
გაუცვეთელო მერდინო, აკაკის შუბლის ნათელო, ქართული სიტყვის დედილო.
ალერსით გამანებივრებ, ე მაგ ჭაღარა კალთაში თავი მეც ჩამადებინე.
ამყვა სურნელი ბარისა, შენს გელათს თეთრი მტრედივით გულისფიცარზე დავისვამ.
უქრობ სიყვარულს მიაკმევ, ქართული ჰანგის ჩანჩქერო, ქართული ლექსის მეაკვნევ.
ჩემო მადლო და მირონო, ცამ გულისკარი გამიხსნა, შენ რაღას იტყვი რიონო!
ძელქვებში ჩავიღიმილებ, შენს ნანას ვენაცვალები, შენი ქართულის ჭირიმე. |
ლექსები ქუთაისზე • • • ![]() |