ქუთაისო, ქუთაისო, ხან მზისა ხარ, ხან მთვარისო. შენს ქუჩებში ვარდი ყვავის, ქარი ყირას გადადისო...
ხარ ყველას - თან არავისო! საქართველოს ბურჯად დგახარ, საუკუნუდ მარადისო!
გულმზეობ და თვალმაისობ, სულით, ხორცით ქართულო და საამაყო ქუთაისო!
წვეთიც არ აქვს სისხლი სხვისი, წელში ლაღად გამართულა, ქვათათია - ქუთაისი!
„გელათს მეფე პურად მიზის“, აღმოსავლეთ-დასავლეთში - უმთავრესობს ქუთაისი...
მოყვრობა და ზნენი მისნი... არ წაირყვნა, სუფთად დარჩა, ჩვენი დედა-ქუთაისი!
იკითხება ცოდნა მზისი... ანტიკური ეპოქიდან მოაბიჯებს ქუთაისი... |