ქუთაისი მამღვრევს, როგორც სტიქია, ქუთაისი - ჩემი ნარკოტიკია. სადაც მოდის ალი-კვალი "არგოსი", იქ მამშვიდებს ერთადერთი ნარკოზი. მედეა - და არა ანასტასია - მანანავებს, როგორც ანესთეზია. რეფრენები მესმის კაი-კაები, ღვინოსავით მეკიდება კაიფი. და თუ აყალ-მაყალები ავტეხო, მაპატიეთ, არგო-ნარკო-ნავტებო! |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |