კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:52

 

 

 

რაღაც ჯადო აქვს ცას ქუთაისის

და მიწა ტანზე იშრობს მზის ფერებს...

წვაც და წუხილიც მოდის თავისით

და სხვა სასწაულს ვერ დავიჯერებ.


მის თბილ ბუდეში ვერ დავიბუდე,

არ ვიცი სად და რატომ შევჩერდი

და ვასვენივარ მის ცოცხალ გულთან,

ვით ცრემლიანი ცა იმერეთის.


მაწვალებს ფიქრი მიუწვდომელი

და მიფრინავენ გზები დასავლით...

ვერ დაეწევი იმ გზას, რომელიც

დრომ წინ გაიგდო ბოჩოლასავით.


ფიქრის აღმართი გადაინისლა,

ქუთაისს ჩემსას ჯვარი ეწეროს!..

ო, მაპატიოს ჩემმა თბილისმა,

თუკი მასავით ვერ მოვეფერო!

 

ლექსები ქუთაისზე  • • •   პოეზია - თენგიზ სვანიძე  • • •   თენგიზ სვანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ