ფიქრს იმერეთზე ვერ შეველიე, - მის ცას იისფერს - ზოგჯერ ნისლიანს... ვერ ნახავ ქალაქს ისე მშვენიერს, როგორიც ჩემი ქუთაისია!
და იქნებ მაინც სხვაა მთავარი: ბევრი ბუდე მაქვს საქართველოში, მაგრამ ბავშვობის ბუდე სხვა არი!
ცვრიან ვარდების მზით დაცვარულო! - ჩემო ქალაქო, შენ ხარ ის ერთი, ვისაც სულ უნდა ვესიყვარულო!
გულიც საფრენად ცაში ავუშვი... ჯვარცმული არის მუდამ პოეტი და სულს ვიბრუნებ შენს სიყვარულში. |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • თენგიზ სვანიძის პოეზია |