ქართული სიტყვის დედაქალაქო, ო, როგორ მინდა გელაპარაკო, და გულს ცოდვები რომ ვაზღვევინო, ჩემი ლექსები მოგასმენინო. მოგასმენინო, დაგამახსოვრო, ნეტა, რამდენ ხანს გემახსოვრება?! მერე წავიდე და ჩავასწორო ხელნაწერივით ჩემი ცხოვრება. |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • მიხეილ ქვლივიძის პოეზია |