იქით მცხეთა მელოდება, მელოდება გორი აქეთ, ბიჭებს მერე დავურეკავ, მერე ავაფორიაქებ.
რესტორნების აცილებით, ქუთაისში ვნახავ მიზეზს დათრობის და წაძინების.
სხვა მადლი და სხვა მარილი ნაკურთხ ციცქა-ცოლიკაურს, მკურნალს უფლის წამალივით.
საქართველოს ინახავდა, ხსოვნა გვმართებს გელათში და ბაგრატში მწოლ წინაპართა.
ენგურს გაღმა დასმულ მძიმეს... გვაპატიებს, განა, ღმერთი, შუქს რომ ვაქრობთ მოციმციმეს.
ვუვარდებით ფაშვში მოლას, ქუთაისო, მეგულები ამ ზვირთებში მაშველ რგოლად.
სტუმრის გაოცების ჯადოს, საქართველოს გადამრჩენი ღმერთმა ქნას, აქ დაიბადოს! |