თუ ცისარტყელას ფერადი ხონჩა არის მშვენება ზეცის კამარის, მის საპასუხოდ ყოველდღე მოჩანს რიონის წელზედ რკინის ქამარი.
ხარ რაც მინახავს იმაზე მეტი, ძველს, შავი ზღვიდან მოშვერილ დაისს შენ შეაგებე სინათლის სვეტი.
ხარ უფრო მთელი და ჭიშკრიანი, შენს შესანიშნავ ხავერდის ბალახს ესმის ათასჯერ მეტი შრიალი.
და შენთვის ასეთ სურვილებს ვეძებ: რომ აბრეშუმით სასვსე ბაზარი გადაშლილიყოს მწყალობელ მზეზე.
ვიცოდე-მხოლოდ ჩიტებით ვერ ძლებს, რომ დიდის გულით თქმული სიმღერა არ დაეძებდეს მოოქრულ ვერძებს.
ფიცარს ფიცარი მისდევდეს ლარში, და რომ გუგუნი ამხანაგური რიონის წყალმა ჩაზიდოს ზღვაში. |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |