ყველგან, ქუჩაში, სახლში გაისმის - ცეცხლში იწვის და სდუღს ქუთაისი. ჩემი აკვანი, ლექსთა საგანი, ჩემი ბუდე და ბუდე მაისის.
გადამაშენებს გაზეთი ცნობით: „ჯერ არ ყოფილა წარღვნა ასეთი - ითვლიან ზარალს მილიონობით“.
და ვგავარ ახლა უსუსურ ლაჩარს: „ცეცხლით დამწვარი სამასი სახლი, ხუთიათასი უსახლო დარჩა“.
მთელი გოდება ხანძრიან ქარში; ათრთოლებული მათი ხელები გამოეთხოვა ფართალს და არშინს.
დღეს განწირული მათი ხელობა, ახლა ხანძარმა ნარმიან დუქანს გამოასალმა ებრაელობა.
სრულებით ახალ შენობას ჰკვანძავს, - რა დროს ცეცხლია დასამიწარი, რა უნდა ჩვენგან საძაგელ ხანძარს!
ძლივს მოვიშორეთ ზურგზე კურტანი, მითხარით, ახლა რომელ ჯიბიდან ავავსოთ ცეცხლის მონაქურდალი.
მაგრამ მეტია ბედზე მდურება, რა ვქნათ, მაგარ და შეჩვეულ კისრით ვზიდოთ ახალი უბედურება. |
ლექსები ქუთაისზე • • • ![]() |