კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:52

 

 

 

მახსოვს მაისი, ქუთაისის ბაღში ჩამჯდარი,

სხივების სიცხით დახუთული რიყის ქუჩები,

განაურჩები ჩანჩქერებით რიონის დენა,

„იალტის“ ქვაზე დასიცხული გულის სიმღერა.


წითელი ხიდი, მაღლობიდან ტაძრის ნანგრევი,

ღამის არღნები, ლეჩხუმის გზა და მთვრალი ჭომა,

ქალაქის კუჭი - ყაფანი და მწვანე ბაზარი -

ლობიანი თუ ულობიო მჭადით ვაჭრობა.


ღადოს ღიმილი და ჯღამაძის ქოხის ტრიალი,

შეშლილი მაშო, მოწაფეთა გიჟი კისკისი,

პატარა ბავშვი, შიმშილივით სახემტირალი -

ჩემი სამშობლო, დაბადება და ქუთაისი! 

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ