ქუთაისო ჩემო, ჩემო დედულეთო გული საგულედან ლამის ამომენთოს, ჩემი ბაღის კიდე ხავსიანი ეზო ძველი ჯაჭვის ხიდი არ მოშალო ღმერთო.
ძველებურად მშვიდად თვლემს ბავშობის ეზო. შემოვირბენ გელათს, სათაფლიის მთებსო რიონის პირს ჩუმად, ჩუმად დავღვრი ცრემლსო.
გული საგულედან, ლამის ამომენთოს ცისფერს შემოვავლებ ბაფთას ნატვრის ხესო შენ გიმღერებ ისევ გიორგობის თვესო.
ყვავილებით დაფენილი გზა რა ვინატრო, რა ვინატრო სხვა. მზე, მზე დაგნათის სიხარულის მზე ოცნებებით ანთებული დღე ერთადერთო ჩემო სიცოცხლე. |