მაღალფარდოვანნი არ მხიბლავს სიტყვები უბრალო კაცი ვარ, უბრალოდ ნაშობი. მიყვარს ქუთაისში უბრალოდ ნათქვამი - "რავა ხარ სიმონ რას შობი?”
არა მწამს ფერადის, ლურჯია ჩემი ცა. მიყვარს ქუთაისში სტუმრისთვის ნათქვამი - "კაი, თუ ღმერთი გწამს, სა მიხვალ, მეიცა!"
ქუთაისს როდესაც ჰქვიოდა "აია", მაშინაც გოგონას დაქალის მაგივრად ეძახდნენ მე ძმა და შენ კიდე - დაია.
მის სიყვარულში დამწვარი, თანხმობის ნიშნად გეტყვიან "რაზეა სიმონ ბაზარი”. |