კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:43

 

 

 

ამერიდან იმერეთში ვიყავ ძმების მიწვეული,

გზა-გზა მხიბლავ ბუნებითა სრულად დატკბა ჩემი გული

მიველ, ვნახე გადაშლილი საუცხოვო თაიგული,

ქალ-ყმაწვილთა ელვარებამ მთლად შეიპყრო ჩემი სული.


მუნ დამიხვდა მთვარებრ მნათი ქალთა კრება და ვაჟისა,

საუცხოვო, თვალ-ტანადი, შესადანრი სწორედ მზისა,

ფიანდაზად გადმიშალეს მათი გული ალმასისა,

მე შევიქენ უნახავი მასპინძლობის ასეთისა.


“ზრდილნი არიანი იმერნი” - ნათქვამია ბრძენის სწორად,

მე დავრმუნდი ამ სიტყვაში, არ მიიღოთ თქვენ ეს ჭორად,

თავი დიდად მომაწონეს, გარდმაქციეს რაღაც გორად

მეპყრობოდნენ სათუთობით, მიიჩნიეს თავი ყორად.


ამ დაიგულს ყორბთა შორის ვიყავი სრული კმაყოფილი,

გამიქარწყლდა ცემის გამო შენთებული გულს სახმილი.

ვგრძნობდი სულსა დამშივდებით, აღარ ვიყავ უძლურ ქმნილი,

ერთიერთსა აფასებდნენ, არვინ იყო მათში წბილი.


სული ვნახე ქართველობის უმანკობით აღვსებული,

დედაენა შენახული და არ გადარუსებული.

მოვილხინე უჩვეულოდ, სიამენი ვვიგრძენ სრული,

დავივიწყე ძალმომრენი და იმათი საქმე კრული.


გამიკვირდა, არ ერია ერთიც იმათი ერთგული,

ვინც დამცველად მოგვავლინა და გულის გვმტრობს გაბასრული.

მათს სიტყვასაც არ ხმარობენ, შეუნახავთ ქართვლის სული,

დარჩენილან შეუცვლელად რითიც ვიგრძენ სიხარული.


დაბრუნების დაჰკრა ჟამმა, სხდომა შევწყვიტეთ ტკბილია

გამოვეთხოვე მეგობრებს, ვინც მომანიჭეს ლხინია,

მუდარით მთხოვდნენ დარჩენას, უნებურ განაწბილია,

არ დაივიწყებს კოლხიდელთ მათი ერთგული ილია!

 

ლექსები ქუთაისზე  • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ