კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 10:55

 

 

 

თეთრი ხიდი ვეღარ უძლებს ნაბიჯების ათვლას,

თეთრი ქვები პოეზიის საღამოებს მართავს…

რიონის პირს დასეირნობს დასავლეთის ქარი, 

მე იქ მივალ, მე იქ მივალ, გვიან ღამით, მთვრალი

და მთვარესაც მოვუყვები, ანარეკლის ფონზე,

მოვუყვები სულისა და ქვის სხეულის ომზე,

თეთრ ხიდზე კი სულს გადავფენ,

ვიტყვი სიტყვას მართალს,

თეთრი ქვები პოეზიის საღამოებს მართავს…

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ