- ქუთაისია ბიძია?! - კი, შვილო, ქუთაისია, შენ უნდა ნახო ტყემლები, ფუტკარი თუ დაისია.
ზეცისკენ ააბოლებენ, სირინოზები გალობას სიზმარშიც გაგაგონებენ.
აქ მამაჩემი მარხია, ვიცი, რომ ქუთათურები მირონცხებული ხალხია.
აქ ყველაფერი ქართულობს, დრომ ჩამოჟანგა ჭიშკრები, საფლავი პატრონს ნატრულობს.
უცებ, სინდისი აყვირდა და გადმოგორდა ბავშვობა მიტოვებული აკვნიდან. |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • თეიმურაზ ლანჩავას პოეზია |