თეთრი ვაზი ბროლის ყელით,
მოციცინობს გზნებით, ფრენით -
თეთრი ხიდით, თეთრი ქვებით,
ჩუქურთმებით, ჩუქურთმებით.
გაღმა შაშვის სტვენა ისმის,
აქეთ ბულბულების კვნესა,
ადიდებულ ჰე-რიონის,
ეშხით თვრება ხვამლი დღესა.