კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:05

 

 

 

ცა იწმინდება და სისხამ დილით

მზე ერეკება ღრუბლების ფარას.

ვარდის ბაღნარში ეცემა ჩრდილი,

ქუჩას პალმა და ყვავილი ფარავს.

მე აქ დავწერე ლექსი პირველი,

ვარდებსაც ესმით ამ გულის ფეთქვა,

ვარ ამ ვარდების გულთამხილველი

და მსურდა მათზე სიმღერა მეთქვა.

იმდენი მეთქვას ლექსი მაგარი,

რამდენჯერ მე აქ მინავარდნია,

მინახავს ხალხი ნაამაგარი;

ახლაც ვუღიმი ქალაქს ვარდიანს

და იტყვის ჩემი ლექსი ღარანით:

- ვაშა ვარდების მომტან გვარდიას!

 

ლექსები ქუთაისზე  • • •     • • •   ლადო ასათიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ