გაშლილია მოწყენილი შარა. მე მივდივარ, ყველაფერი მორჩა. მე მივდივარ მატარებლით ჩქარა და შორიდან ქუთაისი მოჩანს.
ჩემთან მორბის მატარებლის ჩრდილიც. და ვიგრძენი, რომ ზეციდან მოდის სიხარული ამნაირი დილის.
ქარი მისდევს გაყვითლებულ ფურცლებს, ისევ ვდარდობ და სიმღერა ისმის, და ძვირფასო, მაგონდები უცებ.
და ღონდები, რადგან ჩემთან არ ხარ. მიხარია და მადლობა უფალს, რომ მეღირსა ქუთაისის ნახვა.
მე მივდივარ, ყველაფერი მორჩა. მე მივდივარ მატარებლით ჩქარა და შორიდან ქუთაისი მოჩანს. |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |