კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 01:34

 

 

 

ვხედავ ალაგს, ლამაზს, ალალს,

აქ მაისი უყვართ გულებს,

ქუთაისო, გლოცავ ქალაქს,

უძველესს და უქართულესს.


თუმცა, შავი გზით ვიარე

და მონობის დრო წყეული,

მწვავდა შენი სიმღერა და

ცეცხლი შენი ბროწეულის.


იყო ჯვარი, არის ტკენა,

ბედი ბევრჯერ დაუნისლავთ...

როგორ მინდა გითხრა სევდა -

ჭოროხიდან, ბათუმიდან.


სურდა ერის სულის ქელვა

მტერს მზაკვარს და დაუნდობელს,

მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას ქართველს

ქართველობა არ უნდოდეს.


მშვენიერო ქუთაისო,

მწამს ნამდვილ ხსნის მოვა ჟამი,

რადგან შენი გაზაფხული

ღელავს ქართულ დროშასავით.


ქუხდეს არა დაფანტული, -

ჩვენი ყოფნით გაბადრული,

ბათუმი და ქუთაისი,

ქუთაისი და ბათუმი.


დედაენა, სიტყვა მისი,

სულებში რომ ჩაგვრჩა ელვად,

როგორც სუნთქვა, როგორც სისხლი

განა დათმო აჭარელმა?!


სძულდა, სურდა ერის თელვა

დუშმანს ბილწს და დაუნდობელს,

ღმერთმა ნუ ქნას, სადმე ქართველს

ქართველობა არ უნდოდეს!

 

ლექსები ქუთაისზე  • • •   პოეზია - ფრიდონ ხალვაში title=  • • •   ფრიდონ ხალვაშის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ