კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:15

 

 

 

მიწა ხარ თუ ვეფხვის ტყავი,

ბრწყინავ ათასფერებად

ზეცა ორბის ფრთანაკრავი

მაღლიდან გეფერება.


ჩაგხვევია სათაფლია

დაცვარული გედივით,

მკერდზე მტრედად დაგფრენია

ხვამლის თეთრი მერდინი.


მთებს მოჟონავს უწმინდესი

პოეზიის მირონი,

საკოცნელად გეპარება

სუნთქვა გალაკტიონის.


გელათიდან ვარსკვლავები

თავზე ელვად გეღვრება,

ჩანს ბაგრატის ნანგრევები

უკვდავ გმირთა ძეგლებად.


ქუთაისო ხელგაშლილო

მასპინძელო მარადა,

საქართველოს ქალაქების

თმაჭაღარა თამადავ!


ქუთაისო, ნატვრის თვალო,

ეს მზე მარად გფარავდეს,

ვინც სიბერე გაგიხაროს,

შენებრ გაჭაღარავდეს.

 

ლექსები ქუთაისზე  • • •   პოეზია - ოთარ მამფორია  • • •   ოთარ მამფორიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ