კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 01:58

 

 

 

მშვენიერი ქუთაისი

თვით სამოთხის სადარია,

მაგრამ მისმა ხასიათმა

ჩვენში ყველა გადარია.


ხან ზამთარი გაზაფხულს ჰგავს,

ხან ზაფხულში ზამთარია.

არც რიგი აქვს, არც კანონი,

კეკლუც ქალის სადარია!


მისი დარიც და ავდარიც

ბედია და ლატარია:

ვერ შეუტყობ, რა დროს რაა?

სწორედ ქალის სადარია!


უმიზეზოდ მოიღრუბლებს,

როცა მზეა და დარია!

გაგაოცებს ულოდნელად:

კეკლუც ქალის სადარია!


მყუდროების დროსაც, როცა

არც სიოა, არც ქარია,

მტვერს უეცრად შემოგაყრის!

ანჩხლი ქალის სადარია!


ეს თვალთმაქცი ქუთაისი

ხან ტკბილია, ხან მწარია,

მაგრამ თავის-ნება კია,

რადგან ქალის სადარია!


ვინც მიენდო, ჩაითრია!

ყველას ხელი მან დარია,

მეც შორიდან მიტომ მიყვარს,

რომ ქალების სადარია!

 

ლექსები ქუთაისზე  • • •   პოეზია - აკაკი წერეთელი  • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ