კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:06

 

 

 

როგორც დათბება,

როგორც დათბება,

და მზე ჩატკბება შემკულ დაისში,

უნდა აღსრულდეს რაც მენატრება -

უნდა გავფრინდე ჩემს ქუთაისში.


ჩემი აპრილის ვნახო კისკისი,

ჩემი რიონის ახლად აშვება,

ატმის ხეების მწველი გიზგიზი,

ტყემლის ხეების გაფაშფაშება;


ბოლო ცივ ზამთრის საშიშროების,

ცას რომ ათასჯერ ფერი ეცვლება;

ქაფმოდებული ვაშლის შტოები,

კომშის შტოების დანაკვერცხლება:


იის სურნელი შუა ქალაქში,

შუა ქუჩებში ჭრელი პეპლები;

ჩემი წარსულის ძველი დარაჯი -

ჩემი ბაგრატის ციხის კედლები;


ახლაც ნათელი, თითქოს ქვა-კირში

ჩვენი ასწლების შუქი ერიოს...

ვნახო სიძველე ახალ აპრილში,

ისევ ვეწვიო უქიმერიონს.


მთიდან ვუსმინო ბგერას უთვალავს,

თითქოს ყველასთან სიმი გამებას

და განაბულად, ენის უთქმელად

შევხვდე მშობლიურ შემოღამებას.


ვნახო, ბინდბუნდში როგორ გაქრება

მთები, ზეცამდე შემართულები...

მერე რიონზე აკიაფდება 

ჩემი ბავშვობის ელნათურები.

 

ლექსები ქუთაისზე  • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ