კაცი მისთვის იბადება, რომ სიკეთე სთესოს... რა აჯობებს, ქუთაისში მივყვებოდე რეზოს. მრავალთაგან შეუცნობი, სხვა ტკივილი მფატრავს, რა ვიღონო, არ მაქვს ახლა უფრო დიდი ნატვრა.
შევახებდი ხელისგულებს - მის ნაფერებ ბაგრატს. ჯიქურ ჭრიდა, თქმა იცოდა მოკვეთილად, ხისტად... ზღაპარია, სადღა ვნახავ გაცინებას მისდარს.
თვალებს მოეფერებოდა მისი წყალწითელა. ვერ ვერევი ნაღველს, ვერვის შევაცოდე თავი, არვინ მყავდა მისნაირი გულში ჩასაკრავი.
დავრაცრაცებ, ცრუ სოფელმა რა დღე დამაწია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ემზარ კვიტაიშვილის პოეზია |