გავიხსენებ ებრაელებს, მარდახიას, მეიროს, როგორ ყიდნენ ოქროს ფასად კაპიკიან ნეილონს. მეოცნებე მორდეხას, თვალი როგორ აუხვიეს თვალდასავსებ ობეხას. პოლიციელს მარხვაში, თვითონ როგორ გადასახლდნენ ნიანგების ხახაში. "ცოცხალი ვარ, ცოცხალი“ მღერის კაკიტელაშვილი მეგობრობის მოძღვარი. პურით, რძით და ლექსებით, სანამ ვცოცხლობ, არსად წავალ, ვერაფრით დაგეხსნებით. სახადივით შეგვყაროს, გული დაწვას სიყვარულში, ფერფლად გადაგვეყაროს. რას აკეთებს ბორია? ისეთ საქმეს შეეჭიდა, უკვდავების ტოლია. რუსთაველის სტრიქონებს, თუ დასჭირდა, რაც არ იცის, იმას გამოიგონებს. ნაღდი კოლორიტია, საწუხარი არის ერთი, ისრაელში მიდიან. ნებას გვაძლევს გამჩენი, ღმერთი ფარავს და პატრონობს მის შექმნილს და გაჩენილს. ისევ ღმერთი გვპატრონობს, არაფერი გვეშველება. ღმერთმა რომ მიგვატოვოს. |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • თეიმურაზ ლანჩავას პოეზია |