კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:10

 

 

 

ახ, ქუთაისი! ქუთაისი! მშვენიერია

ბაგრატის ნაშთი, დაკვალთული ტყის უსურვაზით.

მის წინ თვით სევდაც ქუდს მოიხდის კრძალვით, თავაზით.

იგი მეომრის ჭრილობისებრ მგრძნობიერია.

და მე არ ვიცი, მისი ზეცა თუ რა ფერია,

ან ეს რიონი რას ბუზღუნებს უცნაურ ბრაზით,

ან, თუნდ ეს ცირა, ფერს რად ესვრის ყვავილს სინაზით

ვინ არის: ეზოს ქურციკია თუ ტყის ფერია?

დგას ქუთაისი მარტოდმარტო, დგას ღვთაებურად.

სტირის თუ მღერის, მხოლოდ თვისით - თავისებურად,

ის დამნაშავე თუ არ არის, არც მართალია.

ის კოპწიაა, ვით პოეტი შემამკობელი.

სიტურფე იყო ქუთაისის დედა მშობელი, -

შეჰქმნა და მასზე გულმოკლულმა სული დალია.


ლექსები ქუთაისზე  • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ