ქალაქში უეცარ კერპთმსახურებით: - რკინის ხაფანგებს ვიღაც გვახვედრებს. „ჩემი ქუთაისი“ თეთრ საფეხურებით; ტფილისის დამწვარ გულს მოახავერდებს. თუ გამახსენდება: ღვეძელი ნაზუქი, სოფელში დარჩა ყრმობის სიხალისე: ჰყვირიან ღორები საშობოდ ნასუქი. ღამეში როსკიპი თანახმდება ვერცხლზე, ქალაქის თვალები დამწვარი ისეა; ვით თუჯის კარდალი სპილენძის ცეცხლზე. შუადღე რომ სწვავს მინის ფერ ლაქებს, ლოდინი გაფრინდა მზეს უმღერიან: სად დაათენდება სატახტო ქალაქებს?.. და აიჩეხება უდაბნოს კბილებზე, გრაფი ისევ დარჩა ტახტის აზნაურად, დამწვარი ხელებით რკინის გრეხილებზე: გვაწამებს მზის ტანზე დანთილი კერასი, ქალაქში დაქლექება ფიცით გადმოგვეცა; - მთა რომ დააღონა იჭვით ბუმბერაზი. ისევ ავენთები რაინდის ლოცვად, სოფელში სუფთა და ფაქიზი ვიყავით დღეს მახრჩობს მტვერი ფრჩხილების მოწვად. |