გაზაფხულმა დააპნია ალმასის და ლალის მტვერი, მიწამ თვალი გაახილა წითელ, ყვითელ, შვენდის ფერი... ქუთაისის ნოხს დასცქერის ბაგრატ მეფის ქვის ოცნება, დანგრევა და გამარჯვება ლამაზ მოხუცს აგონდება, და ხავსიან კედლის ჩრდილში ლოცვას ამბობს ქუთათელი... "ბულვარს" გარშემო უვლიან კეკლუცი და ტოლუმბაში და აკაკის ჭაღარასა გაოცებით უმზერს ვაშლი... ქუჩას, კედლებს აგრიალებს ზომის ფეხით ასეული... ქუთაისო... ქუთაისო! გკოცნის, გკოცნის გაზაფხული... |