უბრალოდ გეტყვი: შენ ხარ თბილისი, მამადავითი შენი მხრებია, მხრებზე ნათელი და თბილი ნისლი დალალებივით შეგირხევია. ჩემს გულს ფესვები შენში გაუდგამს. მე დამიბერდა შენზე წუხილი და სიხარული გამიჭაბუკდა. ვერ შევუზავე სიტყვას მარილი... მე სადაც უნდა გამოიყოს ბედმა, შენკენ წამოვალ მაინც მტკვარივით. ყელზე დაგკიდებ ლექსებს გირჩებად, გავეჯიბრები შენს სიყვარულში ვინც შეგიყვარა თუ დაგიჩემა. უფრო დიდია ჩემი სათქმელი რომ გაგაგონო ამ გულის ფეთქვა, ღიად დავტოვე ყველა სარკმელი. რომ გისმენ ასე გულმშვიდად, ჩუმად. შენი ნისლია, შენი მთვარეა, ღამეში შენი ჭადრები სდუმან. და, როცა ნისლი მკერდს ჩაგკონვია, ამ დროს მე შენზე ვფიქრობ და ვიწვი, შენ მართლა ნისლი ნუკი გგონია. გადაგეღვრება ვერცხლის ჩანჩქერი... ამ დროს მე გიმზერ, მე გაპყრობ თვალებს, გაგიჟებული ეს მე ჩაგცქერი. განა ეს არის ჩემი სათქმელი? რომ გაგაგონო ამ გულის ფეთქვა, ღიად დავტოვე ყველა სარკმელი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |