კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:53

 

 

 

თბილისის კედლებს მაშინ ეხურა

სქელი ნაბადი მტვრისა და ხავსის

და პარპაშებდა ჩვენში მეფურად

ათასი მავნე, ათასი ნავსი.

მაშინ ცხოვრების მაჯა არ ფეთქდა

ზანტად უსმენდნენ ჭორს და მასლაათს.

და ზარბაზანი რომ დაიჭექდა

ყველა შუადღეს მართავდა საათს.

ლეღვის ჩირივით აკინძულიყო

ოქრომჭედლების შუა ბაზარი,

ისმოდა ობლად "ჩემო სულიკო"

და გუგუნებდა სიონის ზარი.

აგრიალებდნენ ეტლებს ქალაქში,

ქეიფს მოსდევდა ჯიბის ზიანი

და ქართლის მამულს სტოვებდა ბანკში

თავადიშვილი, თავაზიანი.

და მეც მეგონა: რომ ყველაფერი

ასე უცვლელად იქნება მუდამ -

თან მაფიქრებდა რომ ჩვენი ერის

გზა დაიხლართა და გაიმრუდა.

ცხოვრების ტალღებს მივდევდი ბავშვი

როგორც ზღვის პირზე მცურავი აფრა,

მაგრამ, უეცრად ჩემს გონებაში

სულ სხვა განცდები შეიჭრა მძაფრად.

ახალ დროებამ, პირველად მაშინ,

ჩვენ მოგვიტანა ახალი მცნება -

და შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში

ახალი გეზი და განრიგება.

მაშინ მაისიც რომ დამაისდა -

ვარდიც აყვავდა წითელფურცლება,

მაშინ პირველად მეხად გაისმა:

"ძმობა, ერთობა თავისუფლება".

ხალხი იბრძოდა, ხალხი დაობდა

და არ წყდებოდა აზრთა ზონარი,

დღეს მიხარია, რომ ჩემს თაობას

ბევრი რამე აქვს მოსაგონარი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ