კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 18:01

 

 

 

მომენატრება მყუდროება. ტყის იდილია, -

იქ თეთრი მთვარე კაკაბივით ზის ხშირად სერზე...

მივყვები ჩუმად თავდახრილი ჭალებს ჩრდილიანს

და ვფიქრობ შენზე...

შევდგები ხიდზე და გადვისვრი წყალში ანკესებს,

სულს დამიამებს იდუმალი მდინარის ნანა...

ვიღაც შეარხევს გიტარის სიმს და ააკვნესებს...

და ფოთლებს მთვარის წვეთები ნამავს...

მიცვლის ხასიათს ღამეული ურმის ჭრიალი,

დობილოებში ნაჩალარზე დაცემა თრთვილის,

მაგრამ სულ სხვაა, როს ვიხსენებ გულის ფრიალით

ჩვენს ჩუმ ეზოში -

თბილისს...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ