კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 16:53

 

 

 

ფლოსტებში ფეხი წაჰყო, ხელ-პირი დაიბანა,

დღის ჩამოირეცხა ჭვარტლი და ტალახი,

ივახშმა ჰაიჰარად, საბანი - წაიფარა

საძილედ ემზადება დაღლილი ქალაქი...

წყნეთიდან დავყურებ სკას მილიონიანს -

ვარსკვლავთა მდინარეს ხვალის დღე მოჰყავს -

ყურს ვუგდებ ქალაქის წრიალს და ბორიალს,

ყურს ვუგდებ ქალაქის ფშვინვას და ოხვრას.

ათასი საწუხარი რჩება უთქმელივით,

ათასი საფიქრალი არ თქვა რომ არ აქვს -

სძინავს კურდღელივით, სძინავს კურდღელივით,

უჭირს დაძინება მშობლიურ ქალაქს.

ფიქრისგან ამაოდ ლამობს თავდაღწევას,

ფიქრობს, - იფიქროს ამაღამ ამაზე...

ფიქრს რომ შესძლებოდა რაიმედ გადაქცევა,

კვამლი დადგებოდა ქალაქის თავზე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ