ზემოუბანი, ქვემოუბანი, შუაბაზარი, გარეთუბანი.... უნდა გაგრძელდეს ეს საუბარი, თავის დიდ გზაზე დადგეს უფალი. ღვინის აღმართი და ბამბის რიგი, გაჩენის დღიდან რომ ვუყურებდი - მეტეხი - ცისკენ დაძრული ფიქრი. ვიდრე ჩემთვისაც დარეკდა ზარი... მადლობელი ვარ, რომ მომეახლა ბავშვობისა სიზმრების მხარე. ქვემოუბანი, შუაბაზარი, გარეთუბანი.... არ დასრულდება ეს საუბარი, თავის დიდ გზაზე დადგა უფალი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |