ოდა
მეფე ლომკაცმა, თუ მგელკაცმა დაგარტყა კვერთხი და ჩემ წამებად შენ აღსდექი ქვეყნად, ქალაქო, ბევრი ვაჟკაცი გალავანთან შემოიფერთხე, მეც მინდა, გული სისხლის ლექსად შემოგალაქო. მეც სიკვდილამდე წყურვილისგან მიშრება პირი. ვიცი, სხვა ღმერთზე უწყალოა ქართლის უფალი, მაგრამ მისი ვარ სამუდამო მე ოქროპირი; ვიცი, ძვლებიდან ამდგარია შენს ახლო მთები, ვიცი, გთელავდნენ ყიზილბაშის ცხენის ნალები და წაუჭრიათ ტაძრებისთვის ხმლებს გუმბათები. და როგორც მოსეს - სააკაძეს ხმლით გაუკაფავს; გილეწდა კალოს ბავშვებისას თათრის ყევარი, მიტომ ვერ გენდვნენ თამარ მეფის შენ ძვირფას საფლავს. სული დამარხა ნარიყალას გამსკდარ ბასტიონს, მესამე უნდა საქართველოს ზღვა შავ ზღვისთანა - მარაბდის ველზე ვაჟკაცური ქართლი დასტიოს. ვერც სხვა პოეტმა შენ აქამდე ლექსით ვერ გაქო და უფრთხის ყველა სამუდამო შენ სისხლის ემბაზს. ვაჟკაცობისთვის განწირულო, ძველო ქალაქო!.. გემრიელ წყალით ნაქებია ძველადვე მტკვარი, და თუ შენ ახლა პოეტისგან მოგესმის შესხმა, ეს გედი მღერის - ყელწაჭრილი და ცოცხალმკვდარი. მე ვარ ტფილისის აგონიით მკვდარი პოეტი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |