ისედაც მშვიდი უფრო დაცხრა ამაღამ მტკვარი, მხოლოდ მეტეხთან უფრო არი მაინც მშფოთვარე; ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი, ღრუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე. და მემწვანილე ერეკება ცარიელ დროგებს, რომელი ერთი ან დამძრახავს, ან გაიკვირვებს, რომ უკან მივსდევ ჩემ დიდებულ თანამედროვეს. ვარ უზრუნველი და ტიტველი მთა შავნაბადა, და თუ მაწუხებს, - მხოლოდ ფიქრი გულის დამწველი, რომ აქვე არის მარაბდა და კრწანისის ველი. რომ ყველა ლეკმა და ურჯულომ გული იყარა, რომ კუბოსავით დაცხრილული დგას ნარიყალა. მხოლოდ მეტეხთან მაინც არი უფრო მშფოთვარე; ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი, ღრუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |