პატარა ძაღლები უყეფენ მთვარეს, მთვარე თანდათან ჩამოდის დაბლა; თითქოს ვარსკვლავებს წილი უყარეს, ცვივა ვარსკვლავი ელვების საბნად. თვალებზე ძილი არ მეკარება. მეტი რა მქონდა მოსაპარავი და ამ ძაღლებმა ძილიც მომპარეს. ჩამოეფარა ქოროღლის ციხეს, დაადგნენ თბილისს მთები ეშვებად და სადარაჯო ფარი აიღეს. ჩემო თბილისი, გულის ლახვარო!.. ძაღლი ძაღლური ქებას გიბედავ, რომ მზის ამოსვლა ყეფით გახარო. და სიხარული ძვალ-რბილში მივლის, ასეთი ბედი რომ მომანიჭეს - პატარა ძაღლი გიცავდე თბილისს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |