ჩამომიჯდება დილა კალთაში, ვით ჩვილი ბავშვი უტკბილეს დედას, ხედვას გამიხსნის სხივთა კაშკაში, - მიწას ვხედავ და ზეცასაც ვხედავ... რომ გრძნობას ჰანგი მივუსადაგო, ხოლო თბილისი თიმსარს ჩამითქვამს და უმალ დამსვავს ლექსის ქადაგად. მზეს ერთვის ჰიმნთა ამანათები და მეც პროსპექტზე მზისებრ მივდივარ, - სიტყვით სამყაროს გამნათებელი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია |