მე ქუთუთოებს ვსალტავ თითებით, რომ არ დამისკდეს თვალთა ქვევრები... დიდი ხარ! - ღმერთსამც ნუ ედიდები, ბევრი ხარ! - ღმერთსამც ნუ ებევრები! დიდმა ნათელმა დაბინდა მზერა; ჰაუ, რამდენი ბაგე მარხულობს, რამდენი ფიქრი და ბედისწერა... რომ არ დამისკდეს თვალთა კაკლები... დიდი ხარ! - მტერსამც ნუ ემცირები, ბევრი ხარ! - მტერსამც ნუ ენაკლები! ვაჟებს რა ვამცნო სატრფო ქალებზე? ფერით ვეფერო ვაკის სიჭრელეს თუ ვიბურთაო საბურთალოზე? დაციმციმებენ შუქთა ტევრები, ვით ჯიხვთა მზერა დანაფერები... ბევრი ხარ! - ღმერთსამც ნუ ებევრები, მეტი ხარ! - ღმერთსამც ნუ ემეტები! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |