მიყვარს, მიყვარს ბუნდოვანი მთაწმინდა, - რამაც ფიქრი არეული დაწმინდა. მიყვარს ამ მთის მყუდრო იდუმალობა, მწუხრის ჟამზე იქ მგოსნების გალობა! სადაც ღამით რონინებდა მგოსანი; სადაც კვნესდა „ქართვლის ბედზე“ ყრმა შვილი - საყვარელი ჩემი ბარათაშვილი! ოდეს დღენი ქვეყნად გავინადგურო - გევედრები კარმელს ნუღა წამწყმიდავ, - შენს წიაღში ჩამიკონე, მთაწმინდავ!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |